თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში სათამაშო მოედნები მოეწყო

თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში ეზოების კეთილმოწყობა დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სათამაშო მოედნები N52, N107, N71 და N58 ბაგა-ბაღებში მოეწყო.

„აქედან სამი ბაგა-ბაღის ეზოში მოშლილი და დაზიანებული იყო ინვენტარი, ხოლო ერთ ბაღს სათამაშო მოედანი არასოდეს ჰქონია.

ბაგა-ბაღების ეზოებში მოეწყო დეკორატიული ბილიკები, ატრაქციონები, კაუჩუკის საფარის მოედნები, საპარკო სკამები და ურნები. N71 ბაგა-ბაღში სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად მოეწყო გარე განათების სისტემაც.

აღნიშნული სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან დაფინანსდა“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს