კომპანია „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური განცხადება

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე „კავკასუს ონლაინის“ მენეჯმენტი კომპანიის გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს.

შპს „კავკასუს ონლაინი“ რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. 2008 წლიდან კომპანია არის Tyco Electronics-ის მიერ აშენებული, შავი ზღვის ფსკერზე განთავსებული, 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრე, რომლის საშუალებითაც, ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში, მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის ტრანზიტი ხორციელდება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, გამოხმაურებოდა ქართული და უცხოური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას „კავკასუს ონლაინის“ გასხვისებასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

მოცემულ მომენტში კომპანიის ერთ-ერთი აქციონერის მხრიდან მიმდინარეობს „კავკასუს ონლაინის“ წილების დანარჩენი აქციონერებისგან გამოსყიდვის პროცესი, რის შედეგადაც კომპანიას ერთი ბენეფიციარი მესაკუთრე ეყოლება. არსებული ცვლილება თანხვედრაშია კომპანიის ბაზრის გაფართოებისა და ტექნიკური განვითარების სტრატეგიასთან, რაც „კავკასუს ონლიანს“ საშუალებას მისცემს, განახორციელოს რეგიონალური თუ არსებული სამომხმარებლო ბაზრის გაფართოების, ახალ ბაზრებზე დამკვიდრებისა და სერვისების განვითარების გეგმები. ამისთვის კი ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი გაფართოება და ქსელის განახლებაა დაგეგმილი.

(R)

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს