რელიგიის თავისუფლებაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში რელიგიის თავისუფლებაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფს წარმოადგენენ: საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელი სასულიერო პირები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე დამსწრე რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ წინაშე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ნაწილი რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა ინიციატივა რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღების თაობაზე, მათ წინაშე არსებული რიგი საკითხების მოგვარების მიზნით, ხოლო სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა დააფიქსირეს პოზიცია მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, სააგენტო მუდმივად მზად არის ითანამშრომლოს და დაეხმაროს საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ ორგანიზაციას მათ წინაშე არსებული პრობლემატური საკითხების მოგვარებაში.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის წინა შეხვედრაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა და ვერ მოესწრო ყველა საკითხის ამოწურვა. „ჩვენ ეს ფორმატი სწორედ იმიტომ შევქმენით, რომ აბსოლუტურად ყველა ჩართულ მხარეს მოვუსმინოთ. პირველ რიგში, მაინტერესებს რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა აზრი. წინა შეხვედრაზე ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა ისაუბრეს. დღეს კი მინდა ვთხოვო კონფესიების წარმომადგენლებს, რომ გამოხატონ საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა საჭიროებები არსებობს კონკრეტულ რელიგიებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ უკვე ერთობლივად გადავწყვეტთ, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას სახელმწიფომ იმისთვის, რომ ყველა ეს პრობლემა დარეგულირდეს“, - განაცხადა სოფო კილაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანი გახლავთ, საქართველოში წარმოდგენილ კონფესიებში რელიგიის თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა; ამასთან, ისეთი პოლიტიკის განსაზღვრა და კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებას.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს