შსს-მ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ქურდობის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.დ. ქურდობის ბრალდებით დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1993 წელს დაბადებულ თ.თ.-ს ლომბარდში მართვის უფლებით დაგირავებული, მისივე კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა გადაფორმების გარეშე, შეძენის და ლომბარდიდან გამოსყიდვის პირობით გამოართვა. მას შემდეგ, რაც განსაზღვრულ დროს ლომბარდში თანხის გადახდა არ დაფიქსირდა, თ.თ. დაუკავშირდა გ.დ.-ს, რომელმაც განუმარტა, რომ ავტომანქანის შეძენა აღარ სურდა და რამდენიმე დღის შემდეგ დაუბრუნებდა, რადგან იგი შეკეთებას საჭიროებდა. თ.თ.-მ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ გ.დ.-მ აღნიშნული ავტომანქანა ნაწილებად დაშალა და რამდენიმე მათგანი გაყიდა“, – აცხადებენ სამინისტროში.

სამართალდამცველებმა მანქანის მოპარული ნაწილები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს