"ტერაბანკი" დამწყები ბიზნესების მხარდასაჭერად

"ტერაბანკი" დამწყები ბიზნესებისთვის ახალ მხარდამჭერ ინიციატივას იწყებს. ამიერიდან ინიციატივის ფარგლებში, ის ბიზნესორგანიზაცია, რომელიც საქმიანობის რეგისტრაციისას მომსახურე ბანკად ტერაბანკს აირჩევს, სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებს.

კერძოდ, ტერაბანკის ინიციატივის ფარგლებში, დამწყები ბიზნესებისთვის ანგარიშის გახსნა, გარე გადარიცხვა, სმს დიჯიპასიანი ინტერნეტბანკი და სახელფასო ბარათებით მომსახურება უფასო იქნება, ბიზნესბარათის მომსახურების საკომისიოზე კი 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

„ტერაბანკი დამწყები ბიზნესების საიმედო პარტნიორი და აქტიური მხარდამჭერია. ვცდილობთ, ამ სეგმენტს ყოველთვის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ და ეს სიახლეც სწორედ ამას ადასტურებს. აღნიშნული ინიციატივით, გვსურს, დამწყებ ბიზნესებს საქმიანობის პირველ ეტაპზე ხარჯები მაქსიმალურად ავარიდოთ და შესაძლებლობა მივცეთ, საწყისი კაპიტალი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად გამოიყენონ“, - აცხადებენ ტერაბანკში.

აღსანიშნავია, რომ ტერაბანკს კლიენტ ბიზნესორგანიზაციებთან მუდმივად მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვს, რაც სხვადასხვა ტიპის კონსულტაციების გაწევასა და იმ სფეროს ექსპერტებთან შეხვედრებსაც გულისხმობს, რომელშიც ისინი საქმიანობენ. ამასთან, ტერაბანკი დეტალურად სწავლობს კლიენტების საჭიროებებს და მათ სწორედ ამ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობს.

ბიზნესსექტორი, განსაკურებით კი მცირე და საშუალო, ტერაბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული სეგმენტებია. ამ მიმართულებით ბანკს 2018 წელს საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 50%-იანი ზრდა ჰქონდა.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა