სერგი კაპანაძე მმართველ გუნდს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციის დაწყების წინადადებით მიმართავს

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე პარლამენტის თავმჯდომარესა და მმართველ გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციის დაწყების წინადადებით მიმართავს.

საკითხი კაპანაძემ ბიუროს სხდომაზე დააყენა. მისივე აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არსებული სისტემით ჩატარებამ. კაპანაძემ აქვე აღნიშნა, რომ დღეს იმგვარი საარჩევნო მოდელი მოქმედებს, როცა მმართველი პარტია არჩევნების ხმათა 48 პროცენტს იღებს, მაგრამ პარლამენტში მანდატების სამ მეოთხედს ფლობს.

პარლამენიტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა საკითხი, რომელიც საარჩევნო სისტემის მიმართულებით კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით ხელმოწერების შეგროვების დაწყებას და ამისათვის საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს