საპარლამენტო უმცირესობა განათლების მინისტრთან ია კერზაიას საქმეზე და გამოცდების გაუქმების საკითხზე საუბარს გეგმავს

საპარლამენტო უმცირესობა განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ია კერზაიას საქმეზე და გამოცდების გაუქმების საკითხზე საუბარს გეგმავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ კვირაში ელოდებიან პარლამენტში განათლების მინისტრის მისვლას.

„ბევრი საკითხი გვაქვს, თუმცა ორი მიმართულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველია ია კერზაიას საქმე, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მინისტრმა და იმ ადამიანებმა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მის შევიწროებაში. მეორე საკითხია იმ კვაზი-რეფორმის მსგავსი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს მხოლოდ ერთ რამეს- გამოცდების გაუქმებას და არაფერს სხვას. მინისტრს ჰგონია, რომ გამოცდების გაუქმების გზით გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს. ეს არის კატასტროფული მიდგომა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მინისტრს, მასთანაც გვექნება კითხვები რამდენიმე მიმართულებით. პირველი საკითხია კორუფცია, რომელიც ამ სისტემაში არსებობს. ასევე გვექნება საუბარი ზოგადად დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე და რეგიონების უფლებამოსილებებზე. დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ რეგიონული თვითმმართველობები ადგილებზე ვერ მართავენ რეგიონებს და იმართებიან ცენტრალიზებულად, მათ შორის სუს-ის გზით", - განაცხადა კაპანაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ