JTI (Japan Tobacco International) 2019 წლის საუკეთესო დამსაქმებელი გახდა

JTI (Japan Tobacco International) 2019 წლის საუკეთესო დამსაქმებელი გახდა საქართველოში, ევროპაში, აზიასა და გლობალურად. ჯილდო კომპანიამ თანამშრომელთათვის საუკეთესო პირობების შეთავაზებისათვის მიიღო.

საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსის მისაღებად, კომპანია თანამშრომლებს გამორჩეულ სამუშაო პირობებს უნდა სთავაზობდეს და მთავარ პრიორიტეტად თანამშრომლებს მოიაზრებდეს.

Top Employers (საუკეთესო დამსაქმებლის) ინსტიტუტი დეტალურად იკვლევს საუკეთესო პრაქტიკებს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდოს მისაღებად კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს Top Employers ინსტიტუტის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

ადამიანური რესურსების საუკეთესო პრაქტიკის კვლევა მოიცავს 100-ზე მეტ შეკითხვას თანამშრომელთა განვითარების კატეგორიებში და ძირითად 10 საკითხს ეფუძნება: ტალანტების განვითარების სტრატეგია, ადამიანური რესურსების დაგეგმვა, ნიჭიერი კადრების მოზიდვა, მათი ადაპტაცია (Onboarding), სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, ლიდერობის განვითარება, კარიერის მართვა, კომპენსაციები და ბენეფიტები და კულტურა. Top Employers-ის ინსტიტუტი აფასებს იმ სტრატეგიას, პრაქტიკას, შეფასების მექანიზმსა და ტექნოლოგიას, რომლითაც კომპანია სარგებლობს ყველა კატეგორიის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა