განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღებისთვის ბრალდებულს 9,6 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ბრალდებული ბ.დ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.დ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ტენამფეტამინის შემცველი 2 აბი, ასევე „მდმა“-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 11 აბი და 1 აბის ნატეხი. ბ.დ.-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ტენამფეტამინის შემცველი 2 აბი, „მდმა“-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 3 აბი 700 ლარად 2018 წლის 24 მარტს, თბილისში, ღამის კლუბ „ბასსიანი“-ს შესასვლელთან, ხოლო 6 აპრილს, იმავე ღამის კლუბში, „მდმა“-ს შემცველი 5 აბი 750 ლარად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე. ბ.დ.-მ ასევე 31 მარტს, ღამის კლუბ „ხიდის“ შესასვლელთან 650 ლარად „მდმა“-ს შემცველი 3 აბი გაასაღა, ხოლო „მდმა“-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველ 1 აბს მის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

სამართალდამცველებმა ბ.დ. 2018 წლის 11 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღებისთვის ბრალდებულს 9,6 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ბრალდებული ბ.დ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.დ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ტენამფეტამინის შემცველი 2 აბი, ასევე „მდმა“-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 11 აბი და 1 აბის ნატეხი. ბ.დ.-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ტენამფეტამინის შემცველი 2 აბი, „მდმა“-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 3 აბი 700 ლარად 2018 წლის 24 მარტს, თბილისში, ღამის კლუბ „ბასსიანი“-ს შესასვლელთან, ხოლო 6 აპრილს, იმავე ღამის კლუბში, „მდმა“-ს შემცველი 5 აბი 750 ლარად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე. ბ.დ.-მ ასევე 31 მარტს, ღამის კლუბ „ხიდის“ შესასვლელთან 650 ლარად „მდმა“-ს შემცველი 3 აბი გაასაღა, ხოლო „მდმა“-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველ 1 აბს მის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

სამართალდამცველებმა ბ.დ. 2018 წლის 11 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია