პარლამენტის გარე და შიდა ფასადის რეაბილიტაცია იგეგმება

პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის ხელშესაწყობად, 1-ელი აპრილიდან პარლამენტის კვლევითი ცენტრი ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კვლევითი ცენტრი სათანადო ფუნქციებითა და დაფინანსებით მოემსახურება პარლამენტის საჭიროებებს.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეწყობისთვის პარლამენტის აპარატს და აპარატის უფროსს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტი ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

„სწორედ ამიტომ, პარლამენტის სასწავლო ცენტრის განვითარების კვალდაკვალ, მიმდინარეობს ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავება, დისტანციური სწავლების დანერგვა, შეიქმნება სასწავლო მეთოდური ბიბლიოთეკა, განხორციელდება საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამები.

მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის ხელშესაწყობად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით 2019 წლის 1 აპრილიდან ჩამოყალიბდება პარლამენტის კვლევითი ცენტრი, რომელიც სათანადო ფუნქციებითა და დაფინანსებით მოემსახურება პარლამენტის საჭიროებებს“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრალმანტის თავმჯდომარემ პარლამენტის შენობის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ სასახლის რეაბილიტაცია 2019 წელსაც გაგრძელდება.

„აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ყურადღება დაეთმო საქართველოს პარლამენტის სასახლის ინფრასტრუქტურის განვითარებას. კერძოდ, განხორციელდა პარლამენტის შენობის ავარიული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შენობა გახდა ადაპტირებული შშმ პირებისათვის; გარემონტდა და მოეწყო საარქივო საცავი; აგრეთვე, მომზადდა სივრცე სტამბისათვის.

ინფრასტრუქტურული პროექტები 2019 წელსაც გაგრძელდება - დაგეგმილია პარლამენტის სასახლეში თანამედროვე საკონფერენციო სივრცეების მოწყობა; პარლამენტის გარე და შიდა ფასადის რეაბილიტაცია; სასწავლო ცენტრისათვის აშენდება დამატებითი აუდიტორიები და სხვა“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს