ეკა ლალიაშვილი - საგზაო შემთხვევისას მძღოლს უფრო მეტი ზარალის ანაზღაურება მოუწევს, ვიდრე ტრანსპორტის სავალდებულო დაზღვევით ყოველთვიურად გადასახდელია

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის განცხადებით, საგზაო შემთხვევისას მძღოლს გაცილებით მეტი ზარალის ანაზღაურება მოუწევს, ვიდრე ტრანსპორტის სავალდებულო დაზღვევით ყოველწლიურად გადასახდელი 100 ლარია. ამის შესახებ ეკა ლალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლალიაშვილმა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ ინიციატივა დადებითად შეაფასა.

მისივე თქმით, საუბარია სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, რაც ნიშნავს ტრანსპორტის სავალდებულო დაზღვევას და გულისხმობს იმ მექანიზმის შემოღებას, რომელიც ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე გავრცელდება.

ლალიაშვილის განცხადებით, ტრანსპორტის დაზღვევა ნებაყოფლობითია და ამდენად, ძალიან მცირე, დაახლოებით 40 ათასამდე ავტომობილია დაზღვეული.

„გუშინ გავრცელდა ტარიფები, რაც სხვადასხვა კატეგორიის ტრანსპორტისთვის იქნება განსაზღვრული. ეს არის 100-დან 150 ლარამდე თანხა მსუბუქი ავტომობილისთვის. ჯერჯერობით, ამ პაკეტთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა, რადგან შემუშავების პროცესში ჩართული მხარეები მაინცდამაინც არ ვყოფილვართ.

თუ ვივარაუდებთ იმ მოცემულობას, რაც გვაქვს, შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ, რომ მძღოლს მოუწევს წლიური 100-დან 150 ლარამდე თანხის გადახდა, იმისთვის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ზარალის ანაზღაურიების ფინანსური გარანტიები ჰქონდეს, რასაც დაზღვევა უზრუნველყოფს. ეს არის ძალიან გამოცდილი მექანიზმი, რომლიც 50 წელზე მეტია მუშაობს ევროკავშირის ქვეყანებში. ეს არის ვალდებულება, რომელიც ევროასოცირებით საქართველოზე ვრცელდება. ერთი შეხედვით ჩვენი ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, დადებითად აფასებს ამ შეთავაზებას“, – განაცხადა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, წლის განმავლობაში საგზაო შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 40 ათასია. დამტვრეული ავტომობილების შეკეთების თემა კი მძღოლებს შორის კონფლიქტის საბაბი ხშირად ხდება.

„ადგილი აქვს მოტყუებას, იმედგაცრუებებს და ა.შ. სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში ამას თავიდან ავიცილებთ, რადგან ამ დროს ავტომობილის შეკეთებაზე, ქონებრივ თუ ჯანმრთელობის ფინანსურ გარანტიებსა და ვალდებულებებზე პასუხისმგებელი სადაზღვევო კომპანია იქნება. მძღოლისთვის ეს იქნება გარკვეული კომფორტი. მას არ მოუწევს დაზარალებულთან ან დამზარალებელ პირთან კონფლიქტში შესვლ“,- განაცხადა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის. მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტშია ინიცირებული.

კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა