აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისათვის ტექნიკის შესაძენად კვლევა ჩატარდება

შპს „სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანია“ ბაზრის კვლევას აცხადებს. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კვლევა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისათვის შემასხურებელი ტექნიკის შესაძენად ტარდება. ამ მიზნით, შპს „სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანია“ მიმართავს დაინტერესებულ კომპანიებს,

თანდართული ტექნიკური მახასიათებლებისა და რაოდენობის მიხედვით წარმოადგინონ მათი წინადადებები.

„მაქსიმალური ფასდაკლების გათვალისწინებით (ერთეულისა და ჯამური ღირებულებების მითითებით) ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, ტრანსპორტირების და სხვა თანმდევი ხარჯების ჩათვლით. წინადადებების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2019 წლის 8 თებერვლის 13:00 საათი. წინადადებები მოგვაწოდეთ დალუქულ კონვერტებში შემდეგ მისამართზე: თბილისი, დიღმის მასივი, სანდრო ახმეტელის 10ა, მე-2 სართული“, – ნათქვამია განცხადებაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს