ირაკლი კობახიძე - მთავარია, ვიმსჯელოთ რაციონალურად, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გუნდის ერთიანობის შენარჩუნება

მთავარია, ყველამ ვიმსჯელოთ ლოგიკურად, რაციონალურად და ასე მივიღოთ გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გუნდის ერთიანობის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გუნდის ერთიანობის შენარჩუნება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავარია სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა და უმრავლესობა ამ პრინციპით იმუშავებს.

„ჩვენთვის მთავარია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, მთავარია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სასამართლოს ეფექტიანობა. ამ პრინციპებით ვიმუშავებთ, რა თქმა უნდა, იგივე უმრავლესობის შიგნით, როცა გაიმართება შეკრებები. მთავარია, ყველამ ვიმსჯელოთ ლოგიკურად, რაციონალურად, და ასე მივიღოთ გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გუნდის ერთიანობის შენარჩუნება - ეს არის ჩვენი სულისკვეთება. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ერთიანობა და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს