დეკანოზ გიორგი მამალაძის მოძღვარი - მზად ვარ, მამა გიორგი ვაზიარო - საპატრიარქოს განცხადება კურთხევასავით გამოვიდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის მოძღვარი, მამა ნიკოლოზ გიგატაძე მსჯავრდებული მოძღვრის ზიარების მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომ მსჯავრდებული დეკანოზის ზიარება ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, თუმცა პასუხისმგებლობა მან უნდა აიღოს.

მისივე თქმით, ზიარება ყველა მღვდელმსახურს შეუძლია, თუ ამის აკრძალვა არ არსებობს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, დეკანოზის განმარტებით, ესეც ყველა სასულიერო პირს ეკისრება, ვინც ზიარების რიტუალს ატარებს.

"დიახ, მათ შორის მეც მზად ვარ, ვაზიარო. ალბათ, მარტო მე არ ვარ ასეთი და სხვებიც არიან. პასუხისმგებლობას ყველა მღვდელი გრძნობს, როცა აზიარებს ვინმეს. ზიარება ყველას შეუძლია, თუ რამე აკრძალვა არ არის. როცა გამოძიება მიმდინარეობდა, დეკანოზთან ჩვენ საერთოდ არ გვიშვებდნენ, ყველაფერი დახურული იყო. ზიარების სურვილი რომც ყოფილიყო, დეკანოზთან სამღვდელოებას არ გვიშვებდნენ.

ახლა უკვე კურთხევასავით გამოვიდა ეს ნებართვა, რადგან საპატრიარქომ ასეთი განცხადება გამოაქვეყნა, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია მივიდეს და დეკანოზი აზიაროს, თუ საჭიროდ ჩათვლის. ზიარებას წინ აღსარება უძღვის, როცა აღსარებას ჩაიბარებს მოძღვარი მერე გადაწყვეტს ზიარების საკითხს.

თუ არის ეს კურთხევა, რა თქმა უნდა, ვაზიარებ, თუმცა ასე უცებ ეს საკითხი არ გადაწყდება და ალბათ, რამდენიმე დღის განმავლობაში ჩამოვყალიბდები", - განაცხადა დეკანოზმა.

მან მსჯავრდებული სასულიერო პირი საპატიმროში რამდენიმე თვის წინ მოინახულა.

იხილეთ ვიდეო: დეკანოზ გიორგი მამალაძის მოძღვარი - მზად ვარ, მამა გიორგი ვაზიარო - საპატრიარქოს განცხადება კურთხევასავით გამოვიდა

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს