წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტი - ტერაბანკის სიახლე ბიზნესის და მისი დამფუძნებლის პირადი საჭიროებისთვის

ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ პროდუქტს - წინასწარ დამტკიცებულ საკრედიტო ლიმიტს სთავაზობს.

შეთავაზება ბიზნესკლიენტებისთვის მაქსიმალური საკრედიტო ლიმიტის წინასწარ დამტკიცებას გულილისხმობს. ლიმიტის ფარგლებში, დამტკიცებული თანხის გამოყენება ბიზნესის წარმომადგენლებს სასურველ დროს, დამატებითი ფინანსური ანალიზის გარეშე, საქმიანობის ან პირადი საჭიროებებისთვის შეეძლებათ.

საკრედიტო ლიმიტის დამტკიცება ბიზნესკლიენტებს საშუალებას მისცემს, ლოდინისა და დამატებითი განაცხადის გარეშე, სწრაფად აიღონ სესხი, განსაზღვრონ საკუთარი ბიზნესის მაქსიმალური კრედიტუნარიანობა და სამომავლო, გრძელვადიანი გეგმები.

„წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სწრაფ მომსახურებასა და დამატებით ბენეფიტებს ვთავაზობთ. როგორც ცნობილია, ეს სეგმენტი ტერაბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული და წარმატებული მიმართულებაა. ვფიქრობთ, საკრედიტო ლიმიტი კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენი ბანკისა და კლიენტების ურთიერთობას. ვიმედოვნებთ, რომ ის საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტი იქნება“, - აცხადებენ ტერაბანკში.

წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტი როგორც არსებული, ისე ახალი ბიზნესკლიენტებისთვისაა განკუთვნილი. საკრედიტო ლიმიტის მოცულობა ლარში, აშშ დოლარში ან ევროში მტკიცდება. ბიზნესსაჭიროებისთვის ლიმიტის ათვისება დამტკიცებიდან 12 თვის, ხოლო პირადი საჭიროებისთვის 6 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

ტერაბანკი უკვე 19 წელია რაც ბაზარზეა, თუმცა ტერაბანკის სახელით მხოლოდ რებრენდინგის შემდეგ პოზიციონირებდა. ბანკი არაბულ საინვესტიციო ჰოლდინგს - დაბი ჯგუფს ეკუთვნის. მისი მთავარი აქციონერი შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა