კომპანია Domson’s Engineering-ი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კონფერენციას უმასპინძლებს

კომპანია Domson’s Engineering-ი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დღეს, სასტუმრო „რუმსში“ კონფერენციას უმასპინძლებს.

ღონისძიება კომპანიის მიერ საინჟინრო სფეროში გადადგმულ უპრეცედენტო ნაბიჯებს შეაჯამებს, რის აღსანიშნავადაც, საქართველოს მსოფლიოს წამყვანი იაპონური ტექნოლოგიური გიგანტი სტუმრობს.

Domson’s Engineering-ი არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც რეგიონის უმნიშვნელოვანეს პროექტებში A-კლასის ენერგოეფექტურ სისტემებსა და ხანძარუსაფრთხოების NFPA-ის საერთაშორისო სტანდარტებს ნერგავს. ქართულმა კომპანიამ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში იაპონური ბრენდი Daikin-ის საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მოიპოვა და ასეთივე წარმატებით აგრძელებს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ბრენდებთან თანამშრომლობას.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, საეთაშორისო კომპანიები საინჟინრო სფეროდან, საბანკო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ასევე, საზეიმო ვითარებაში გაფორმდება სამმხრივი მემორანდუმი დედაქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტს - City MallSaburtalo-ს, Domson’s Engineering-სა და Daikin-ს შორის.

კონფერენცია დღეს, სასტუმრო „რუმსში“ 19:00 საათზე დაიწყება.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს