ფოთის გემთსაშენის ყოფილი მენეჯმენტი დავოსის შეხვედრას ეხმაურება

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გემთმშენებელი და გემთშემკეთებელი კომანია, Damen Shipyards-ი, დიდ ინტერესს გამოხატავს, რათა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, გახსნას გემთმშენებელი და გემების სარემონტო საამქროები.

საყურადღებოა, რომ Damen Shipyards-ის საქართველოსთან მუშაობის ისტორია, ამ შეხვედრით არ დაწყებულა და ჰოლანდიურ საწარმოს, 2004-2006 წ.წ. აქტიური ურთიერთობები ჰქონდა იმ პერიოდში, საქართველოში არსებულ ანალოგიური პროფილის საწარმოსთან - ს.ს. „ფოთის გემთსაშენთან“.

2005 წლის 22 სექტემბერს, ს.ს. „ფოთის გემთსაშენსა“ და Damen Shipyards-ს შორის გაფორმდა ორი კონტრაქტი, რომელთა თანახმად, საქართველოში, აღნიშნული კომპანიის დაკვეთით, უნდა აშენებულიყო ორი ერთეული, სამდინარო-საზღვაო ტიპის, მშრალტვირთმზიდი 87,5 მ სიგრძის გემი (მოდელი: Damen Combi Coaster 2500). კონტრაქტების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ჰოლანდიური მხარე მზად იყო საქართველოში დაეკვეთა იმდენი ერთეული ასეთი გემი, რამდენის აშენებესაც, საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეძლებდა ს.ს. „ფოთის გემთსაშენი“.

ქართული მხარე, სერიოზულად მოემზადა ასეთი მნიშვნელოვანი კონტრაქტის შესასრულებლად: საწარმოში დამატებით მოხდა რამდენიმემილიონიანი ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც მოხმარდა ქარხნის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადაიარაღებას, საწარმოს მენეჯმენტი დაკომპლექტდა უცხოეთიდან მოწვეული მაღალი პროფესიონალური დონის მქონე სპაეციალისტებით, მოხდა ადგილობრივი კადრების შერჩევა და ტრეინინგი და სხვა.

კონტრაქტების ხელმოწერა, საზეიმო ვითარებაში გაიმართა თბილისში, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ ერთ-ერთ საკონფერენციო დარბაზში და ამ ცერემონიალს ესწრებოდნენ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები.

თუმცა, რაც შემდეგ მოხდა, არ იყო უცხო მაშინდელი ქართული რეალობისთვის: კონტრაქტების ხელმოწერიდან რამდენიმე თვეში, კერძოდ 2005 წლის დეკემბერში, ს.ს. „ფოთის გემთსაშენში“ შევარდა ფინანსური პოლიცია. როგორც სხვაგან ხდებოდა, აქაც მოხდა ოთხი თანამდებობის პირის დაპატიმრება და დაიწყო ინვესტორისთვის ქარხნის ჩამორთმევის პროცედურები. ასეთ პირობებში, მოწვეულმა უცხოელმა მენეჯერებმა, სასწრაფოდ დატოვეს ქვეყანა.

რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში, ს.ს. „ფოთის გემთსაშენმა“, Damen Shipyards-ის კონტრაქტების შესრულება ვეღარ შეძლო. სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა შეწყდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იმ დროს მიღებული პრაქტიკის თანახმად, საწარმოს მფლობელებს, რანდენიმე მილიონი გადაახდევინეს სრულიად უკანონოდ და თანხის გადახდის შემდეგ, გაანთავისუფლეს დაპატიმრებული პირები.

თუმცა, ამ პროცესებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ქარხნის ნავმისადგომები, სხვა, მათთვის მისაღებ კომპანიას გადასცეს, რითაც საწარმოს, გაუუქმეს ზღვაზე გასასვლელი, და ამით, საბოლოო წერტილი დაუსვეს საქართველოში გემთმშენებლობის და გემთშეკეთების არსებობას. ასეთი მიზანი და აზრები, შესაძლებელია დაბადებულიყო მხოლოდ ქვეყნისთვის მტრულად განწყობილ, ავადმყოფურ ტვინში...

აღნიშნული უკანონობის შესახებ, ახალი ხელისუფლების მიერ დაპირებული სამართლიანობის აღდგენის პირობებში, ს.ს. „ფოთის გემთსაშენის“ მაშინდელმა მფლობელებმა, საჩივარი შეიტანეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მაგრამ ისევე როგორც ყველა სხვა ანალოგიური საჩივარი, ესეც თაროზე არის შემოდებული უკვე მერამდენე წელიწადი...

რა თქმა უნდა, არავის დაუსჯია დამნაშავეები, რომლებმაც გარდა კერძო ბიზნესზე ზეწოლის და ფულის გამოძალვისა, ქვეყანას მრავალი წლით დაუკარგეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის გავითარების პერპექტივა.

დღეს, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სამანქანათმშენებლო დარგების, მათ შორის გემთმშენებლობისა და გემთშეკეთების განვითარება და ვფიქრობთ, რომ ეს თავიდან ბოლომდე აქვს გააზრებული საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. თუმცა, დღეს, გემთმშენებლობისა და გემთშეკეთების აღორძინებას დიდი ძალისხმევა და ფინანსები სჭირდება, რაც იოლი არ არის.

ჩვენი მხრიდან გვინდა ვუსურვოთ წარმატებები: რამდენიმე ასეთი საწარმოს შექმნა და ამუშავება, ხომ სუნთქვას დააწყებინებს ქვეყნის ეკონომიკას!!!

(R)