ოთარ კახიძე მიხეილ ბატიაშვილს - ჩვენ ვისმენთ ტყუილების კასკადს და განა რად გიღირთ ეს თანამდებობა?!

ჩვენ ვისმენთ ბატიაშვილისგან ტყუილების კასკადს და განა რად გიღირთ ეს თანამდებობა?!,- ასე მიმართა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ განათლების კომიტეტის სხდომაზე მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს.

მისი თქმით, ია კერზაია განათლების მინისტრმა 22 ნოემბერს გაათავისუფლა, ხოლო წერილი, რომელიც შემოწმებას დაედო საფუძვლად, განათლების სამინისტრომ თავად შეადგინა. კახიძის მტკიცებით, დარღვევები, რომელიც სამინისტრომ „მოიგონა“ არსებობდა, თუმცა ამის მოგვარების მოთხოვნით სამინისტროს თავად კერზაიამ მიმართა.

"მეგონა ფაქტების დამახინჯებას მაინც არ მოვუსმენდით, მაგრამ მოვისმინეთ ტყუილების კასკადი და რომ თურმე თქვენ შანსი მიეცით ქალბატონ იას. განცხადებაში ქალბატონი ია საუბრობს, რომ ხარვეზები არის ტექნიკური საკითხი, მაგრამ მთავარია, 22 ნოემბერს გამოეცით ბრძანება და გაათავისუფლეთ ქალბატონი ია. სამეურვეო საბჭომ კი გადაწყვეტილება 30 ნოემბერს მიიღო და 2 დღის შემდეგ ქალბატონი ია ცუდად გახდა. ამიტომ ვერ გაათავისუფლეთ დირექტორი და ვერ დაშალეთ სამეურვეო საბჭო. უსამარცხვინოესი პასკვილი წარმოადგინეთ, ეს არის ნაჯღაბნი, განათლების სამინისტროში დაწერილი და ამის შემდეგ გააგზავნეთ ზონდერები. ეს სკოლა არის გამორჩეული რაიონში და ამას 11 წელი ხელმძღვანელობდა ქალბატონი ია. სამაგალითო დირექტორზე გაგზავნეთ ზონდერები და ცინიკურია ამაზე საუბარი. ეს არის წყალმომარაგების საკითხი და ამბობთ გვწერდნენო, არადა ქალბატონმა იამ თავად გთხოვათ ამის მოგვარება. ეს დარღვევებიც ტყუილია, არც ეს წერილი არსებობს და ჩვენ ვისმენთ ბატიაშვილისგან ტყუილების კასკადს და განა რად გიღირთ ეს თანამდებობა?!", - აღნიშნა ოთო კახიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს