ექსპერტიზის დასკვნით, დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად მდგრადია

ექსპერტიზის დასკვნით, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად მდგრადია, თუმცა სარეაბილიტაციაო სამუშაოებს საჭიროებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის თბილისის მერიისგან 55 ოჯახს ბინის ქირის კომპენსაცია ერიცხება.

„რაც შეეხება კორპუსის მდგრადობას, სამხარაულის ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, კონსტრუქცია არის მდგრადი, მაგრამ აღენიშნება უმნიშვნელო დაზიანებები. თუმცა მე-6 სართულს აქვს მე-3 და მე-4 კატეგორიის დაზიანებები. აღნიშნულზე ჩვენ მოგვივიდა სამხარაულის რეკომენდაცია, თუ რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს ჩვენი მხრიდან. მათი რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს და კორპუსი იქნება სრულად რეაბილიტირებული. ამის შემდეგ კორპუსი იქნება სრულად უსაფრთხო საცხოვრებლად. უახლოეს მომავალში გვექნება მატერიალური და საინჟინრო ზარალის შესახებ ინფორმაცია, ექსპერტიზის დასკვნა. მას შემდეგ, რაც ყველა პასუხს მივიღებთ, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს კორპუსის რეაბილიტაციას. რაც შეეხება მეორე კორპუსს, რომელშიც აივნები, ფანჯრები იყო დაზიანებული, იქ ყველაფერი უკვე გაკეთდა, ბუნებრივი აირის მიწოდებაც აღდგა, დასუფთავების სამსახურმა დაიწყო მუშაობა“, - განაცხადა გამგებელმა.

მისივე განმარტებით, მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია მზად არის, დასკვნის მიღებისთანავე დაიწყოს სამუშაოები.

„დღეს კომპანია ლოკალურად მუშაობს. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ზარალის ანაზღაურება სრულად მოხდება მერიის მხრიდან, როგორც მატერიალური, ისე საინჟინრო. კონკრეტულ თანხებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე არ ვიცით ეს ყველაფერი რა დაჯდება, იქამდე, ვიდრე ზარალის ოდენობას ექსპერტიზა არ დათვლის“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. დაკავებულია კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი თანამშრომელი.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს