ქეთევან ციხელაშვილი რეზოლუციაზე - რუსეთის საოკუპაციო და ძალისმიერი პოლიტიკის მიმართ საერთაშორისო საზოგადოებას ერთიანი პოზიცია აქვს

ცხადია, ასადის რეჟიმის მხრიდან აღიარება საერთაშორისო არენაზე არაფერს ცვლის, მაგრამ კონკრეტული პოზიციის გამოხატვა, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია, ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აშშ-ის კონგრესისადმი წარდგენილი რეზოლუციის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციაში ძალიან ცალსახადაა მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

„მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ცხადია, გამომდინარეობს იმ შეუქცევადი პოლიტიკიდან, რასაც აშშ და ყველა ჩვენი პარტნიორი ატარებს წლების განმავლობაში. პირველ რიგში, ძალიან ცალსახადაა მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და დაგმობილია ყველა ის მოქმედება, რომელიც ამ პრინციპების ხელყოფისთვის ხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტებია იქ, მათ შორის რუსეთის ჩარევაზე, დაწყებული 90-იანი წლებიდან, 2008 წლის და მიმდინარე დღეების ჩათვლით. ის საოკუპაციო პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობას ყოველდღიურ გამოწვევას უქმნის, ყველას წინააღმდეგ მუშაობს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა. ცხადია, ასადის რეჟიმის მხრიდან აღიარება საერთაშორისო არენაზე არაფერს ცვლის, მაგრამ კონკრეტული პოზიციის გამოხატვა, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია, ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ იმის დემონტრირებაა, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა მყარია. რუსეთის საოკუპაციო და ძალისმიერი პოლიტიკის მიმართ აბსოლუტურად ერთიანი პოზიცია აქვს საერთაშორისო საზოგადოებას", - განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს