ქეთევან ციხელაშვილი ხურვალეთში ე.წ. საგუშაგოს მშენებლობაზე - ესაა ყოველდღიური ბრძოლა ადამიანების წინააღმდეგ

ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება მთელი ამ პროცესიდან, ესაა ყოველდღიური ბრძოლა ადამიანების წინააღმდეგ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ხურვალეთში ე.წ. საგუშაგოს მშენებლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ობიექტებს არანაირი სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულება არ აქვს, მათი ერთადერთი დანიშნულებაა მოსახლეობაზე ზეწოლა.

„დღეს ერგნეთში იმართება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ქართული მხარე ძალიან ბევრ მომდინარე მწვავე საკითხთან ერთად, დააყენებს სწორედ ამ ხელოვნური სხვადასხვა ტიპის ბარიკადის მშენებლობას, მათ შორის ე.წ. საგუშაგოს. ხურვალეთში ამ ადგილას მავთულხლართების მშენებლობა მოსახლეობის კარ-მიდამოში და მერე ამ შემაღლებული კონსტრუქციის დაყენება არის იმის დემონსტრირება, რომ საოკუპაციო რეჟიმი ადამიანებს ებრძვის ყოველდღიურად. არანაირი სამხედრო- სტრატეგიული დანიშნულება ამ ობიექტებს არ აქვს. ერთადერთი დანიშნულებაა ზეწოლა მოსახლეობაზე და უმეტესწილად ჩვენ ოს მოსახლეობაზე, რომელიც ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ მხარეს ცხოვრობს და ცდილობს, რომ რამენაირად წვდომა ჰქონდეს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება მთელი ამ პროცესიდან, ესაა ყოველდღიური ბრძოლა ადამიანების წინააღმდეგ", - განაცხადა ციხელაშვილმა.

მან ასევე იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც დღეს ერგნეთის შეხვედრაზე იმსჯელებენ.

"ძალიან ბევრი საკითხია, დაწყებული ტატუნაშვილისა და ბაშარულის მკვლელობიდან, რომ აუცილებელია დამნაშავეებმა პასუხი აგონ. რა თქმა უნდა, უმწვავესი პრობლემაა, რომ ცხინავალის მიმართულებით ერთადერთ გადასასვლელ პუნქტზე მოძრაობაა შეზღუდული, უკვე ფაქტობრივად ერთი თვეა, რაც ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე მოსახლეობას არ ეძლევა გადაადგილების შესაძლებლობა, ეს პირდაპირი გაგებით ყოფს ოჯახებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტები არ შედის რეგიონში. ჩვენ დავაყენებთ გზის დაუყოვნებლივ გახსნის შესაძლებლობის საკითხსაც“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია