„საქართველოს მერძევეთა ასოციაციის“ წარმომადგენელი - ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ნედლი რძის წარმოების წინააღმდეგ მიზანმიმართული პროპაგანდაა

„ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ნედლი რძის წარმოების წინააღმდეგ მიზანმიმართული პროპაგანდაა“, - ამის შესახებ „საქართველოს მერძევეთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა.

რძის სექტორში მიმდინარე პრობლემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის" მიერ გამართულ პრესკონფერენციას სურსათის ეროვნული სააგენტოს, „საქართველოს მერძევეთა ასოციაციის“, რძის გადამამუშავებელთა ასოციაცია „საქრძისა“ და ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათ აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ნედლი რძის წარმოების შემცირების პირდაპირპროპორციულად იზრდება ფხვილის იმპორტი, რომელიც ნაკლებად სასარგებლოა და მოლოდინი აქვთ, რომ ნედლი რძის წარმოების მიმართ მეტი ხელშეწყობა იქნება როგორც სახელმწიფოს, ისე მედიის მხრიდან.

„დარგში უამრავი პრობლემაა, ის საჭიროებს სუბსიდირებას და გვერდში დგომას. უკვე დიდი ხანია, ვითხოვთ დღგ-ს მოხსნას ნედლი რძის პროდუქტებზე გარდა ყველისა. ფერმერებს მედიისგანაც გვჭირდება მხარში დგომა. გაკეთდა გადაცემა, რომელშიც წარმოჩენილი იყო, თითქოს ნედლი რძე მავნებელი და ტყვიით სავსეა, ფხვნილისგან ნაწარმოები პროდუქტები კი - უსაფრთხო. სინამდვილეში ნედლი რძე პირიქით, ჩვენი მომავლისთვისა და ბავშვების ორგანიზმისთვის ამოსავალი წერტილია, რადგან წმენდს უამრავ დაავადებას. ყოველწლიურად მას და ფერმებს ფხვნილი და ათასი დანამატით გაჯერებული მზა პროდუქტები ანაცვლებს“, - განაცხადა ბენიაიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა