აუდიტის სამსახური - აფხაზეთის მთავრობაში ერთი და იგივე პირებზე სოციალური დახმარებები წელიწადში რამდენჯერმე გაიცა, როცა მსგავსი პრობლემების მქონე პირების იმავე ტიპის რიგი განცხადებები არ დაკმაყოფილდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და მთავრობის სარეზერვო ფონდის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი განახორციელა. აუდიტი 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

აღნიშნულ პერიოში აუდიტის სამსხურმა რამდენიმე ხარვეზი და ნაკლოვანება გამოავლინა, მათ შორის ის, რომ მთავრობის აპარატის მიერ ,,თანამშრომელთა აღიცხვის ჟურნალში“ თანამშრომელთა აღრიცხვა ხდება ფორმალურად.

,,მოქმედი კანონმდებლობით, სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის ფორმა და სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი ხელფასის დარიცხვის საფუძველია, ხოლო მთავრობის აპარატი ვერ უზრუნველყოფს თანამშრომელთა შრომის დისციპლინის ეფექტიან დაცვასა და ყოველდღიური სამუშაო დროის ზუსტ აღრიცხვა-კონტროლს, შესაბამისად, იქმნება ხელფასების სწორად გაანგარიშება-გაცემის რისკები“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. გარდა ამისა, აუდიტის სამსახურს გარკვეული კითხვის ნიშნები აქვს შტატგარეშე მომუშავე თანამშრომლებთან.

,,კვლავ არ იყო განსაზღვრული შტატგარეშე მომუშავეებთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენის ფორმა, ხოლო წარმოდგენილი ანგარიშებით, მათი ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება მათ მიერ შესრულებული კონკრეტული სამუშაოს (მომსახურების) შედეგისა და აქედან მიღებული სარგებლის იდენტიფიცირება. შესაბამისად, მთავრობის აპარატის მიერ შტატგარეშე მოსამსახურეთა დასაქმების კუთხით, არ იყო გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც წარმოქმნის

შტატგარეშე მომუშავეთა დასაქირავებლად განსაზღვრული საბიუჯეტო სახსრების

არაეკონომიური და არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს“, - წერია ანგარიში.

კიდევ ერთი მუხლი რომელიც აუდიტის დასკვნაში ნაკლოვანებებს, ეხება მივლინებების საკითხია. „ფაქტობრივად ვერ დასტურდება კონკრეტულად რა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იქნა მივლინებული მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი 2-ჯერ, პოლონეთის ქალაქ კრაკოვსადა იორდანიის ქალაქ ელ-მაფრაკში. ვინაიდან აღნიშნული გამგზავრებები, მათი მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, საერთოდ არ ყოფილა მივლინება, მთავრობის აპარატის მიერ ორივე „მივლინებაზე“ გაწეული ხარჯები, ჯამში 2,357.60 ლარი გახარჯულია კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

,,2017 წელს მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სოციალური მდგომარეობის გამო გაიცა 97,600.00 ლარის მატერიალური დახმარება. უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მდგომარეობის გამო მატერიალური დახმარებები 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ასიგნებებში. გარდა ამისა დადგინდა, რომ ერთი და იგივე პიროვნებები ყოველწლიურად და წელიწადში რამდენიმეჯერაც კი ფინანსდებოდნენ, მაშინ როდესაც, მსგავსი პრობლემების მქონე პირების იმავე ტიპის რიგი განცხადებები არ დაკმაყოფილდა სარეზერვო ფონდიდან და გადაიგზავნა სხვადასხვა უწყებაში, ან არც დაკმაყოფილებულა და არც გადაგზავნილა. სარეზერვო ფონდიდან ფიზიკური პირების დაფინანსების პროცესში არ იყო დაცული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები“, - წერია აუდიტის დასკვნაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და მთავრობის სარეზერვო ფონდის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი მოიცავს 01.01.2017 დან 01.01.2018-მდე პერიოდს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო