პარიზში,  „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა

საფრანგეთში, მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ძალოვნებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს ტრიუმფალური თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუპირისპირდნენ.

დემონსტრანტები პრეზიდენტ მაკრონის ეკონომიკურ პოლიტიკას ქუჩაში უკვე მეცამეტე კვირაა აპროტესტებენ.

იხილეთ ვიდეო: არეულობა პარიზის ცენტრში - საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" აქციაზე შეტაკების დროს, დემონსტრანტმა ხელის მტევანი დაკარგა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს