იტალიის ვიცე-პრემიერი - თუ იტალიური კომპანიები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ზარალს განიცდიან, მაშინ ეს პოლიტიკა უნდა გადაიხედოს

იტალიის ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, იტალიის მთავრობა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გადახედვას აპირებს.

ლუიჯი დი მაიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში სასანქციო რეჟიმი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს იტალიურ ბიზნესს.

მისი თქმით, თუ კომპანიები დიდ ზარალს განიცდიან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, მაშინ სასანქციო პოლიტიკის გადახედვა უნდა მოხდეს.

„ჩვენ ვებრძვით რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ რუსები ან ამერიკელები გვიყვარს, არამედ იმიტომ, რომ იტალიის ინტერესებს ვიცავთ“, - აღნიშნა იტალიის ვიცე-პრემიერმა.

შეგახსხენებთ, რომ იტალიის კოალიციურმა მთავრობამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების აუცილებლობა ე.წ. სამთავრობო კონტრაქტში გაწერა, რომელიც „მოძრაობამ 5 ვარსკვლავი“ და პარტია „ლეგამ“, რომლის ლიდერიც მატეო სალვინია, მინისტრთა კაბინეტის ფორმირებამდე დადეს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს