4Hospitals - წარმატების 5 წელი (R)

4Hospitals წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიმწოდებელ კომპანიას კლინიკებისათვის. ის 5 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე მრავალი გლობალური ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, რაც მას საშუალებას აძლევს კლინიკებისთვის უზრუნველყოს სრულყოფილი სერვისი, გამართული ლოჯისტიკა,პროდუქციის მიწოდების უწყვეტობა და დროულობა და რაც მთავარია: - აპარატურის ექსპლუატაციის მანძილზე სრული მომსახურება.

გარდა ამისა, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით,4Hospitals პროდუქციის მომხმარებელ ექიმებს სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიულ მასტერკლასებსა და კონფერენციებს, სადაც ექიმებს შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ საკუთარი გამოცდილების გაზიარება უცხოელი კოლეგებისათვის და ამავდროულად გაეცნონ დარგში მიმდინარე მსოფლიო ინოვაციებს.

5 წლის წინ, როცა კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ქალბატონი ნინო გამყრელიძე 3 თანამოაზრესთან ერთად კომპანიას ქმნიდა, მათი მთავარი მიზანი იყო შეექმნათ ისეთი სამედიცინო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე დაიკავებდა თავის უნიკალურ და გამორჩეულ ადგილს სრულყოფილი სერვისის შეთავაზების კუთხით.

დაისახეს რამოდენიმე ამოცანა:

- გამხდარიყვნენ საიმედო პარტნიორები კლინიკებისა და ექიმებისთვის;

- შეეკრათ ძლიერი გუნდი და შეექმნათ გამართული ორგანიზაციული შიდა სტრუქტურა;

- დაენერგათ მაღალი ორგანიზაცული კულტურა.

2014 წლიდან კომპანიამ განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა, მრავალი გამოწვევა დაძლია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ამოცანები, რომლებიც დამფუძნებლებმა start up - ის ფაზაში დაისახეს, დიდწილად შეასრულეს. არასდროს უღალატიათ კომპანიის ღირებულებებისთვის. თანამშრომლებისთვის ყოველთვის იყო მამოტივირებელი კომპანიის ღირებულებები:

· პროგრესულობა;

· საიმედო პარტნიორობა;

· მზრუნველობა.

სწორედ ამიტომ მიაღწიეს იმას რომ შეძლეს მოეპოვებინათ ნდობა როგორც კლიენტებს, ასევე მომწოდებლებს შორის. ეს არის 4Hospitals-ის ყველაზე მთავარი მიღწევა.

დღესდღეობით 4Hospitals-ის პროდუქტების ჩამონათვალში 1000-ზე მეტი სამედიცინო პროდუქტია, რომელთა მომხმარებელია საქართველოში 100-ზე მეტი კლინიკა და ექიმი, და მათი მეშვეობით ასეულ ათასობით პაციენტი.

4Hospitals წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის მწარმოებელი მრავალი საერთაშორისო კომპანიის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში. ბევრი მათგანი არის ცნობილი ბრენდი, მსოფლიოში მოწინავე და რეიტინგული კომპანია, როგორიცაა: - Transonic (USA), Johnson & Johnson (USA), Polytech (Germany), GETINGE (Sweden), MicroAire (USA), Grena (UK), IME-DC (Germany), Trulife (Ireland), COMEG (France) და ა. შ.

საყურადღებოა,რომ 4Hospitals - მა მოიპოვა ნდობა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - საერთაშორისო ასპარეზზეც. მან სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა როგორც ექიმებს, ასევე - პაციენტებს.

4Hospitals გაერთიანებულია გლობალური კომპანიების დიდ ოჯახში, რომლებიც საქმიანობენ მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში:

- პირველი აღიარება დაახლოებით 2 წლის წინ მოიპოვა. პოლონეთში, ბრიტანული კომპანია Grena- ს დისტრიბუტორთა გაერთიანებულ შეხვედრაზე, რომელიც 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს მოიცავდა და მას გადაეცა სიგელი „გამორჩეული მოღვაწეობისთვის“;

- გასულ შემოდგომაზე, ავსტრიაში, გერმანული კომპანია POYTECH- ის მიერ, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, აღიარეს „გამოჩეული საქმიანობისა და მოღვაწეობისთვის“;

- და სულ რაღაც 2 კვირის წინ გერმანული კომპანია IME-DC ის მიერ, რომელიც ასევე წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში, მიიღო კიდევ ერთი სიგელი „გამორჩეული საქმიანობისთვის“.

კომპანია 4Hospitals არასდროს ჩერდება და მუდმივად ახლის ძიებაშია. ყოველდღიურად დგამს განვითარებისკენ ახალ ნაბიჯებს, რომელიც კარგად გააზრებული და აწონილია. იგეგმება მთელი რიგი აქტივობები. მისი სამომავლო მიზნებია: ახალი გლობალური პარტნიორების შეძენა, ახალ ბაზრებზე შესვლა (მაგალითად წელს აპირებს სომხეთის ბაზარზე შესვლას), ასევე - პროდუქციის ჩამონათვალის გაფართოება თანამედროვე ტექნოლოგიური პროდუქტებით, რათა მოახდინოს ქართული მედიცინის მხარდაჭერა.

ასეთი ამბიციური გეგმების შესასრულებლად 4Hospitals თანამშრომლობს მარკეტინგული კომუნიკაციების საკონსულტაციო კომპანია Profit Lab - თან. მისი დახმარებით ჩამოყალიბდა მარკეტინგული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და CSR სტრატეგიები, რომლებსაც განახორციელებს ნაბიჯ-ნაბიჯ. ასევე გეგმავს სიახლეებს კომპანიის საბოლოო მომხმარებლებისთვის - პაციენტებისთვის რაც მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამებით გამოიხატება და კომპანიის CSR სტრატეგიის ნაწილი იქნება. 4Hospitals-თვის მნიშვნელოვანია იყოს პასუხისმგებლიანი კომპანია ყველა დაინტერესებული მხარის მიმართ.

ყველა ამ მიღწევაში უნდა აღინიშნოს 4Hospitals-ის გუნდის დამსახურება. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ქმნიან წარმატებას, გამოირჩევიან პროფესიული თვისებებით, სიახლისადმი სწრაფვით და კომპანიის მიზნებისა და ღირებულებების ერთგულებით. მათი საქმისადმი მიდგომა ძალიან თავდადებული, მამოტივირებელი და აზარტულია.

4Hospitals-ის დირექტორის, ქალბატონ ნინო გამყრელიძის აზრით: „სწორად ჩამოყალიბებული ორგანიზაციული სტრუქტურა, ზუსტად დელეგირებული საქმიანობა ე.წ. Front და Back ოფისის კოორდინირებული მუშაობა, კომპანიის წარმატებული ფუნქციონირების საწინდარია“.

4Hospitals მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაში საქართველოში.

დამატებითი ინფორმაცია 4Hospitals -ის შესახებ იხილეთ : https://www.facebook.com/4Hospitals/

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა