ქეთევან ციხელაშვილი - ეუთო დაინტერესებულია კონფლიქტის მოგვარების საკითხში კიდევ უფრო აქტიური როლი შეასრულოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული სიტუაცია, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევები, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში მინისტრის საქართველოში ვიზიტი არის მისი გზავნილი, რომ ეუთო დაინტერესებულია კონფლიქტის მოგვარების საკითხში კიდევ უფრო აქტიური როლი შეასრულოს.

„მოგეხსენებათ, ეუთო-ს განსაკუთრებული როლი აქვს. იგი ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეა, ჩართულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, სადაც დღეს სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ცხადია, მე მას მიმდინარე გამოწვევებზე ვესაუბრე, სადაც ძალიან კრიტიკული და აქტიური რეაგირება და მოქმედებაა საჭირო.

ჩვენ ვისაუბრეთ არსებული სიტუაციის სიმწვავეზე. ეუთო ის ორგანიზაციაა, რომლის წევრიცაა რუსეთი. შესაბამისად, არსებობს ბერკეტები, რომლითაც გარკვეული ზეწოლის მოხდენა შესაძლებელია, რათა ამგვარი ბრუტალური მოქმედებით არ ხდებოდეს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოსახლეობის ყოველდღიურობისათვის ისეთი გამოწვევების შექმნა, როგორიცაა გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანის უფლებების უხეში შელახვა და ა.შ. ეს განსაკუთრებით ეხება ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, რადგან მათ მიმართ სწორედ ეთნიკურობიდან გამომდინარე დისკრიმინაციული პოლიტიკა მიმდინარეობს. მინისტრის მხრიდან მოვისმინე სურვილი, რომ სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო კიდევ უფრო გააქტიურდეს“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ სადაც თითოეული პარტნიორის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„ვისაუბრეთ ამ პროექტის სხვადასხვა ასპექტზე. იგი, საბოლოო ჯამში, იქითკენაა მიმართული, რომ ერთობლივი ძალისხმევით ადამიანების ცხოვრება უკეთესისკენ შევცვალოთ და გავზარდოთ ნდობა მათ შორის, ვინც დღეს მავთულხლართებითაა დაშორიშორებული“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ქეთევან ციხელაშვილი - ეუთო დაინტერესებულია კონფლიქტის მოგვარების საკითხში კიდევ უფრო აქტიური როლი შეასრულოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული სიტუაცია, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევები, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში მინისტრის საქართველოში ვიზიტი არის მისი გზავნილი, რომ ეუთო დაინტერესებულია კონფლიქტის მოგვარების საკითხში კიდევ უფრო აქტიური როლი შეასრულოს.

„მოგეხსენებათ, ეუთო-ს განსაკუთრებული როლი აქვს. იგი ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეა, ჩართულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, სადაც დღეს სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ცხადია, მე მას მიმდინარე გამოწვევებზე ვესაუბრე, სადაც ძალიან კრიტიკული და აქტიური რეაგირება და მოქმედებაა საჭირო.

ჩვენ ვისაუბრეთ არსებული სიტუაციის სიმწვავეზე. ეუთო ის ორგანიზაციაა, რომლის წევრიცაა რუსეთი. შესაბამისად, არსებობს ბერკეტები, რომლითაც გარკვეული ზეწოლის მოხდენა შესაძლებელია, რათა ამგვარი ბრუტალური მოქმედებით არ ხდებოდეს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოსახლეობის ყოველდღიურობისათვის ისეთი გამოწვევების შექმნა, როგორიცაა გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანის უფლებების უხეში შელახვა და ა.შ. ეს განსაკუთრებით ეხება ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, რადგან მათ მიმართ სწორედ ეთნიკურობიდან გამომდინარე დისკრიმინაციული პოლიტიკა მიმდინარეობს. მინისტრის მხრიდან მოვისმინე სურვილი, რომ სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო კიდევ უფრო გააქტიურდეს“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ სადაც თითოეული პარტნიორის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„ვისაუბრეთ ამ პროექტის სხვადასხვა ასპექტზე. იგი, საბოლოო ჯამში, იქითკენაა მიმართული, რომ ერთობლივი ძალისხმევით ადამიანების ცხოვრება უკეთესისკენ შევცვალოთ და გავზარდოთ ნდობა მათ შორის, ვინც დღეს მავთულხლართებითაა დაშორიშორებული“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს