საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შექმნა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შექმნა. ჯგუფის შექმნის შესახებ ახალი ინიციატივა კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო გოგუაძემ წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თემატური მოკვლევის ჯგუფი მოიკვლევს და შეისწავლის სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ ძირითად პრობლემებს და გამოწვევებს საქართველოში.

ჯგუფი ადგილობრივ ორგანიზაციებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და მკვლევარებთან თანამშრომლობით, იმსჯელებს რეაგირების ყველა შესაძლო ეფექტიან მექანიზმზე, რომელიც საბოლოოდ, რეკომენდაციის სახით შემუშავდება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

„თემატური ჯგუფი ითანამშრომლებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ და ახორციელებენ კვლევებს რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის საკითხებზე. მნიშვნელოვანია, მათ მიერ დანახული, შეფასებული, გაანალიზებული პრობლემები, რომლებიც ამ საკითხს უკავშირდება. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც სფეროების მიხედვით პასუხისმგებლები არიან საკითხზე მუშაობისთვის. ერთობლივი პროცესი რომელშიც ჩართულები იქნებიან პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შესაძლებლობას მოგვცემს ჯგუფი შეჯერდეს კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელიც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ სახელმწიფო უწყებებმა ამ მიმართულებით უფრო ეფექტიანად იმუშაონ“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შექმნა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შექმნა. ჯგუფის შექმნის შესახებ ახალი ინიციატივა კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო გოგუაძემ წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თემატური მოკვლევის ჯგუფი მოიკვლევს და შეისწავლის სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ ძირითად პრობლემებს და გამოწვევებს საქართველოში.

ჯგუფი ადგილობრივ ორგანიზაციებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და მკვლევარებთან თანამშრომლობით, იმსჯელებს რეაგირების ყველა შესაძლო ეფექტიან მექანიზმზე, რომელიც საბოლოოდ, რეკომენდაციის სახით შემუშავდება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

„თემატური ჯგუფი ითანამშრომლებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ და ახორციელებენ კვლევებს რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის საკითხებზე. მნიშვნელოვანია, მათ მიერ დანახული, შეფასებული, გაანალიზებული პრობლემები, რომლებიც ამ საკითხს უკავშირდება. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც სფეროების მიხედვით პასუხისმგებლები არიან საკითხზე მუშაობისთვის. ერთობლივი პროცესი რომელშიც ჩართულები იქნებიან პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შესაძლებლობას მოგვცემს ჯგუფი შეჯერდეს კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელიც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ სახელმწიფო უწყებებმა ამ მიმართულებით უფრო ეფექტიანად იმუშაონ“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი