ყარაჯალაში მოკლული 19 წლის ახალგაზრდის ოჯახი ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მოკლული 19 წლის ახალგაზრდის ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. რადიმ ყურბანოვის ოჯახი აცხადებს, რომ მინისტრ გახარიას ისინი თანასოფლელების ხელმოწერებს წარუდგენენ და მკვლელობაში ბრალდებული ელბრუზა სულეიმანოვის ოჯახის სოფლიდან გასახლებას მოითხოვენ.

ყურბანოვები ასევე განმარტავენ, რომ სულეიმანოვის დაკავება საკმარისი არ არის და მისი ოჯახის სოფელში დარჩენა გვარებს შორის დაპირისპირებას გააღრმავებს. "აქცია უკვე გავმართეთ, მაგრამ არაფერი შედეგია. ახლა ხელმოწერებს ვაგროვებთ და მოვითხოვთ გიორგი გახარიასთან შეხვედრას. ჩვენ ჩავალთ, თუ არა და მინისტრი ჩამოვიდეს და ადგილზე გაეცნოს მდგომარეობას. ვითხოვთ დაუყოვნებლივ გადასახლდეს ჩვენი ბავშვის მკვლელის ოჯახი, თორემ ეს საქმე ასე არ დამთავრდება. გვარებს შორის დაპირისპირება გაღრმავდება. სოფლის უმრავლესობაც გვერდში გვიდგას“, - განაცხადა მოკლული ახალგაზრდის ბიძამ რუსლან ყურბანოვმა.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ სამართალდამცველები სოფელ ყარაჯალაში ინტენსიურად მორიგეობენ ადგილობრივების უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად.

19 წლის რადიმ ყურბანოვს თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სოფლის მეჩეთთან 1-ელ თებერვალს ესროლა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული 25 წლის ელბრუზ სულეიმანოვი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარის მოტივად შურისძიება სახელდება. გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო