კომპანია „ბადაგონი“ თანამშრომლების საპენსიო შენატანს საკუთარი რესურსებით ფარავს

კომპანია „ბადაგონი“ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ამოქმედების დღიდან დაწყებული საკუთარი რესურსებით დაფარავს თავისი თანამშრომლების საპენსიო შენატანს, - ამის შესახებ სააქციო საზოგადოება "ბადაგონის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი სალაყაიამ აღნიშნული საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ცნობილია, 2019 წლის დასაწყისიდან ძალაში შევიდა კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომელიც არეგულირებს საპენსიო დანაზოგების შეგროვებას და მისი კონტრიბუციის წესს 2019 წლის პირველი იანვრიდან. კანონის თანახმად, თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. შესაბამისად, 2019 წლის პირველი იანვრიდან ნებისმიერ კომპანიასა თუ სახელმწიფო უწყებაში დასაქმებულ მოქალაქეს უწევს თავისი ხელფასის მოცულობიდან 2%-ის ოდენობის თანხის შეტანა საკუთარ საპენსიო ანგარიშზე.

კომპანია „ბადაგონში“ დასაქმებულთა რაოდენობა 600 ადამიანს აღემატება. ამ ქმედებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი "ბადაგონის" მიერვე გამოცხადებული სოციალური პასუხუსმგებლობისა და სოლიდარობის მიმართ კომპანიის ერთგულებას და საკუთარი პრინციპების დაცვას.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში არსებული მსხვილი ბიზნესისთვის "ბადაგონის" მაგალითი საყოველთაო პრაქტიკად გადაიქცევა“, - განაცხადა გიორგი სალაყაიამ.

(R)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა