ახალი სიტყვა კლინიკის მართვის სისტემებში

ჩვენ დროში, სამედიცინო დაწესებულებები კლინიკური პროცესების წარმატებით სამართავად სულ უფრო და უფრო მეტად საჭიროებენ კლინიკის მართვის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემას. აუცილებელია, რომ აღნიშნულ პროგრამას ქონდეს კარგი რეპუტაცია და იწვევდეს მაღალ სანდოობას.

ახალი პროდუქტის ძიების პროცესში, ქვეყნის წამყვანმა რამოდენიმე კლინიკამ Doctra-ს კლინიკის მართვის პროგრამა აირჩია. მათი თქმით, ეს პროგრამა არის სანდო, მოქნილი, მარტივი და რაც მთავარია, სრულად შესაბამისი კანონმდებლობასთან.

Doctra ახალი სიტყვაა კლინიკის მართვის სისტემებში. პროგრამა 12 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია NGT Group-ის პროდუქტია და მასზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი ცოდნის გაერთიანებით მიღებული პლატფორმა დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პროდუქტია, რომელიც ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით, მომხმარებლებისგან უმაღლეს შეფასებას იმსახურებს - „ეს საუკეთესო პროგრამაა, რომელთანაც მიმუშავია, საუკეთესო გუნდით!“ (ზურაბ ტუსკია, IT დეპარტამენტის უფროსი, თბილისის ზღვის ჰოსპიტალი)

Doctra-ს დანერგვით ნებისმიერი კლინიკა სრულყოფილად გამართულ მკურნალობის პროცესებს მიიღებს. „მკურნალობის პროცესის უკეთესი მართვა, ნებისმიერ ეტაპზე - თამამად შეიძლება ჩაითვალოს Doctra-ს დევიზად!“ (ზვიად კერესელიძე, კარდიო-ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი, თბილისის გულის ცენტრი). ექიმს მყისიერი წვდიმა აქვს პაციენტის დეტალურ სამედიცინო ისტორიაზე, ეძლევა შესაძლებლობა იმუშაოს დანიშნულების სრულყოფილ ფუნქციონალთან და სწორად აწყობილი სისტემური პროცესების საშუალებით, მეტი დრო გაუთავისუფლდეს პაციენტისთვის.

Doctra სამედიცინო და ფინანსური პროცესების სწორად სამართავადაც საუკეთესო არჩევანია. „ამ პროგრამამ მოკლე დროში, დანახარჯების დეტალური ანალიზის საშუალება მომცა“ (ლაშა ფირცხალავა, ფინანსური დირექტორი, თბილისის გულის ცენტრი).

Doctra-ს დანერგვით კლინიკა მიიღებს გამართულ ტექნიკურ მხარდაჭერასა და საიმედო, დაცულ პლატფორმას რაც ერთგვარად კლინიკის სწორი პროცესების დაზღვევის გარანტიაა.

Doctra-ს გუნდი, პირველ 10 მსურველ კლინიკას სთავაზობს სრულიად უფასო ექსპრეს დიაგნოსტიკას. შერჩეულ კლინიკებში მოხდება არსებული პროცესების შესწავლა და სხვადასხვა რგოლის მენეჯერთან ჩატარდება ინტერვიუები. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით გაკეთდება მიღებულ მონაცემთა სიღრმისეული ანალიზი და 2 კვირის ვადაში, კლინიკის დამფუძნებლებისთვის შეიქმნება სპეციალური რეკომენდაციების დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იქნება აღმოჩენილი პრობლემები, მათი მოგვარებისა და აუთვისებელი შესაძლებლობების გამოყენების გზები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : 0322 55 02 12; www.doctra.ge

(R)

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო