ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა

„ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული გამორჩეული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე საინტერესო დისკუსიები გაიმართა.

„დღეს სრულდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი თურქეთში. გვქონდა საინტერესო შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მეგობრობის ჯგუფის წევრ დეპუტატებთან. გავმართეთ შეხვედრა რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში პარტიის ლიდერებთან.

მთლიანობაში გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებს, მიმოვიხილეთ როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის, ასევე, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საკითხები, ხაზი გავუსვით გამორჩეულ ურთიერთობებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის ჩამოყალიბებული და რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ ხაბაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი კოვზანაძე, კობა ნაკაიძე, რამაზ ნიკოლეიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ