თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ისგან სპეცოპერაციის ღამეს ამოღებული 22 575 ლარის დაბრუნებას მოითხოვს

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან იმ თანხის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც სპეცოპერაციის ღამეს მათი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. საუბარია 22 575 ლარზე. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა მიაწოდა.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, ოჯახს თანხა არ დაუბრუნდება, მაჩალიკაშვილები სუს-ის წინააღმდეგ საჩივარს სასამართლოში შეიტანენ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არაერთხელ მივმართე, რომ ეს თანხა დაებრუნებინათ, რადგან ეს სხვისი საკუთრებაა. ამას გარდა, დასრულებულია ყველა საგამოძიებო მოქმედება, სასამართლოს განაჩენიც არსებობს, ფულის წარმომავლობაც დადასტურებულია, შესაბამისად, ეს თანხა უნდა დაბრუნდეს. დღეს, კიდევ ერთხელ მივმართავ განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და თბილისის პროკურატურას, თუკი, თანხა არ დაბრუნდება, ამის შემდეგ უკვე საჩივარს სასამართლოში შევიტან“, - აცხადებს კუბლაშვილი.

ადვოკატის განმარტებითვე, გამქრალია 1 000 ლარი და ოქმში 23 575 ლარის ნაცვლად, წერია 22 575 ლარი.

„როცა თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ღამეს სახლის ჩხრეკა მოხდა, ოჯახიდან ის თანხა ამოიღეს, რომელიც გერმანიიდან თემირლანის დის, ნათიას გამოგზავნილი იყო. ეს როგორც მიმოწერებით დასტურდება, ასევე თანხის ახმეტასა და ისნის ტერიტორიაზე გადახურდავებით. ფული გერმანიიდან თემირლანის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა ჩამოიტანა, რომ ბინა ეყიდათ ოღონდ არა თემირლანისთვის, არამედ, თავისთვის. კურსის მოგების გამო, ყოველკვირა ახურდავებდნენ და 100-200 ლარს იგებდნენ.

ეს თანხა დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია. ფაქტია, რომ საქმე თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო უნდა დასრულებულიყო და დაბრუნებულიყო ყველა ის ნივთი, რომელიც საქმიდან ამოიღეს“, - აცხადებს კუბლაშვილი.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში