სუს-ი სპეცოპერაციისას, მალხაზ მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებული ფულის უკან დაბრუნების შესახებ ოჯახის მოთხოვნაზე კომენტარს აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის ღამეს, მაჩალიკაშვილების სახლიდან ამოღებული თანხის უკან დაბრუნების შესახებ ოჯახის მოთხოვნაზე კომენტარს აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, დაკითხვების დროს მალხაზ მაჩალიკაშვილმა ვერ დააკონკრეტა ფულთან დაკავშირებული სხვადასხვა გარემოებები და შეკითხვებზე გასცა ბუნდოვანი პასუხები, რის გამოც ეს საკითხი საჭიროებს დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს.

„საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებული ნივთმტკიცებების დაბრუნების საკითხი გადაწყდება აღნიშნული მოქმედებების დასრულების შემდეგ. აგრეთვე, ადვოკატის განცხადება იმის თაობაზე, რომ თანხის წარმომავლობის საბუთები იქნა წარმოდგენილი, სიმართლეს არ შეესაბამება. მათ არანაირი დოკუმენტი თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის არ წარმოუდგენიათ. ასევე, მარიამ კუბლაშვილს წერილობითი მოთხოვნაც არ წარმოუდგენია ფულის დაბრუნებაზე. დაკითხვების დროს მალხაზ მაჩალიკაშვილმა ვერ დააკონკრეტა ფულთან დაკავშირებული სხვადასხვა გარემოებები და შეკითხვებზე გასცა ბუნდოვანი პასუხები, რის გამოც ეს საკითხი საჭიროებს დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს“, - განაცხადეს სუს-ში.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან იმ თანხის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც სპეცოპერაციის ღამეს მათი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. საუბარია 22 575 ლარზე. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა მიაწოდა.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, ოჯახს თანხა არ დაუბრუნდება, მაჩალიკაშვილები სუს-ის წინააღმდეგ საჩივარს სასამართლოში შეიტანენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება