განათლების სამინისტრო პროფესიული განათლების მიმართულებით ბრიტანელ ექსპერტებთან  თანამშრომლობს

ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით, პროფესიული განათლების წარმომადგენლებისთვის ერთკვირიანი ტრენინგები ჩატარდა, რომელიც პედაგოგებს, ხელმძღვანელ პირებსა და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებს იმ უნარ-ჩვევების შეძენასა და გაუმჯობესებაში დაეხმარება, რაც კონკურენტულ გარემოში სწავლისა თუ დასაქმებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. ტრენინგში მონაწილეობისთვის აჭარიდან, სამეგრელოდან და კახეთიდან კონკურსის წესით, 20 მონაწილე შეირჩა როგორც პროფესიული განათლების სფეროში დასაქმებულთაგან, ასევე იმ პოტენციური მენტორებიდან, რომელთაც სურვილი აქვთ წვლილი შეიტანონ სფეროს განვითარებაში.

„აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „ინგლისური დასაქმებისთვის პროფესიულ განათლებაში“ 2019 წელს, ბრიტანეთის საბჭომ ბრიტანელი ექსპერტების მოწვევა აქტიურად დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, პროგრამა ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური ჩართულობით ხორციელდება და მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების რეფორმირებისა და მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბების გზით, პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებას.

ამ ეტაპზე, აქტიური მუშაობა ორი მიმართულებით, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ტრენერ-მენტორების გუნდის შექმნისა და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ეფექტური მოდელის შემუშავების კუთხით მიმდინარეობს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია