პოლიციამ თბილისში ორი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო -  დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი ვ.მ. და 1973 წელს დაბადებული, ასევე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი დ.კ. თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვ.მ. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი ავტომანქანის ჩხრეკისას, “ბროკოვა სტრელას” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, ასევე, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე დ.კ.

დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია “მაკაროვის”

სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ