"ბაზისბანკმა" კოსტავას 22-ში განახლებული სერვისცენტრი გახსნა

"ბაზისბანკმა" კოსტავას 22-ში განახლებული სერვისცენტრი გახსნა

"ბაზისბანკში" სერვისცენტრების განახლება გრძელდება. ამჯერად სარემონტო სამუშაოები დასრულდა თბილისში, კოსტავას ქ. 22- ში. უახლესი აპარატურით აღჭურვილ სერვისცენტრში მომხმარებელს ტრადიციულად სრული საბანკო მომსახურების მიღების საშუალება აქვს.

სერვისცენტრში აღდგა მუშაობის ჩვეული გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი 10:00–18:00, შაბათი 10:00–14:30.

(R)