ეკატერინე მიქაბაძე - სავაჭრო დეფიციტის მაჩვენებელის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ცალსახად დადებითი ფაქტორია

2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, აქედან ექსპორტი 238.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 7.2%-ით აღემატება, ხოლო იმპორტი 588.0 მლნ. აშშ დოლარს (1.1 პროცენტით ნაკლები).

რაც შეეხება იმპორტს - ის მიმდინარე წლის იანვარში 1.1 პროცენტით შემცირდა და 588.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამასთან, იანვარში სავაჭრო დეფიციტი შემცირდა 22.7 მლნ. აშშ. დოლარით და 349.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა და წინა წლის იანვართან შედარებით 3.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, სავაჭრო დეფიციტის მაჩვენებელის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ცალსახად დადებითი ფაქტორია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებისთვის.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რეფორმები, ასევე თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმებები და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს ვაჭრობის დივერსიფიკაციას, კერძოდ, ექსპორტის და სხვადასხვა მიმართულებით. მისი თქმით, ექსპორტის მიმდინარე დინამიკა სწორედ ამის ერთმნიშვნელოვანი მაჩვენებელია“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ