ბექა დავითულიანი - ოპოზიციას მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები არ აქვს

თბილისის საკრებულოში მიმდინარე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტს განიხილავენ, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის განცხადებას უპასუხა. მისი თქმით, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს იმას, რომ მათ თავად გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები არ აქვთ.

„გილოცავთ კოლეგებო, როგორც ჩანს იმდენად კარგი დოკუმენტი დაგვიმუშავებია, რომ ოპოზიციას შენიშვნა არ აქვს. შესაბამისად, დროა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და მივიღოთ გადაწყვეტილება. ქალაქის სწორად განაშენიანების თვალსაზრისით დღეს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ“ , - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ეს არის ბოლო ეტაპი, რომლითაც გენერალური გეგმაზე მუშაობა სრულდება და მას საკრებულო უახლოეს მომავალში მიიღებს.

ინფორმაციას „თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია