მარიამ ჯაში დევნილების და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის  საპილოტე დონეზე ბინათმშენებლობის პროექტის ინიცირებით გამოდის

დავიწყოთ მუშაობა პროექტზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გრძელვადიანი საშეღავათო რესურსებით მოვახდინოთ საპილოტე დონეზე ბინათმშენებლობის პროექტის ინიცირება დევნილებისთვის და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და ინიციატივაში მხარდაჭერა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სთხოვა.

როგორც მარიამ ჯაში აცხადებს, აღნიშნული პროექტი, „რეალურად, გრძელვადიანად გადაჭრის ბინით უზრუნველყოფის პრობლემას და ასევე იქნება უფრო ხარჯთეფექტური მიდგომა თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი ქირით უზრუნველყოფის კომპონენტისთვის“.

„მოგმართავთ, როგორც სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი. ჩვენი საარჩევნო ოლქი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევების წინაშე დგას, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ბინათუზრუნველყოფის თვალსაზრისით. მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ჩვენ დავიწყოთ მუშაობა საპილოტე პროექტზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გრძელვადიანი საშეღავათო რესურსებით მოვახდინოთ საპილოტე დონეზე ბინათმშენებლობის პროექტის ინიცირება, რომელიც არამხოლოდ დევნილი მოსახლეობისთვის, არამედ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის იქნება მნიშვნელოვანი და რეალურად, გრძელვადიანად გადაჭრის ბინით უზრუნველყოფის პრობლემას და ასევე იქნება უფრო ხარჯთეფექტური მიდგომა თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი ქირით უზრუნველყოფის კომპონენტისთვის“,- განაცხადა ჯაშმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა