ოჯახმა ოტობაია-ორსანტიას ხიდთან მიცვალებული მიასვენა, რათა ოკუპირებულ აფხაზეთს მიღმა მყოფ ნათესავებს მისი დატირება შეძლებოდათ.
ხიდთან 50-მდე ადამიანი შეიკრიბა. ახლობლებმა, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ვერ მოახერხა, სამძიმარი ოჯახს ამ ფორმით, შორიდან გამოუცხადა.
ორსანტიელები ამბობენ, რომ ეს მიცვალებულის შორიდან დატირების პირველი შემთხვევა არ არის. გარდაცვლილი გოჩა ტუფურიას ახლობელი, ფერიდე ქვარაია აცხადებს, რომ ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გადადის, ე.წ. საზღვართან ახლოს მყოფ ნათესავებს სწორედ ამ სახით, ხიდთან დასტირის.
გოჩა ტუფურიას ნათესავების ნაწილმა ოტობაიაში გადასვლა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოახერხა.
„გარდაცვლილის და გადავიდა, 200 ლარი გადაიხადა, ახლა ამბობენ, რომ აქეთაც ითხოვენ 200 ლარსო. ჩვენ ამ თანხას ვერ გადავიხდიდით. ფულით თუ შეიძლება გადასვლა, ისე გაეშვათ ასეთ დროს, ადამიანები არ ვართ?!“ - ამბობს ელისო ფარულავა.
აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლებამ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია–ორსანტიას გამშვები პუნქტები 2017 წლის 5 მარტს დახურა. ეს გადაწყვეტილება სოხუმში 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღეს. მას შემდეგ აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტითაა შესაძლებელი. ბოლო რამდენიმე თვეა, მიმოსვლა კიდევ უფრო შეზღუდულია.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"