ეკა ბესელია -  მე არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი იქამდე, ვიდრე  არ ვცადე ყველაფერი, რისი ცდაც შემეძლო

არასდროს ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას და ამ ტიპის თანაცხოვრებას, როცა იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ ვებრძოდით და იყვნენ მათ შორის, პასუხისმგებელნი იმ ძალადობრივ სისტემაზე, დღეს ვხედავთ ჩემი პოლიტიკური პარტიის შიგნით, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბესელია აღნიშნავს, პარტიის შიგნით დიალოგის რესურსი ამოწურა და ის რაც შეიქმნა, იმ იდეალებისგან შორსაა, რასაც „ქართული ოცნება“ ეფუძნებოდა.

„მე ამოვწურე ყველა შიდა დიალოგის, პრობლემის გადაწყვეტის, თუ მცდელობის რესურსი. მე არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი იქამდე, ვიდრე არ ვცადე ყველაფერი, რისი ცდაც შემეძლო მე პირადად. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ტოვებს იმას, რასაც ქმნის, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ, ის რაც ჩვენ შევქმენით, ის შორს არის იმ იდეალებისგან, რასაც ეს პოლიტიკური პარტია ეფუძნებოდა. გუშინდელმა კენჭისყრამ აჩვენა ვინ მისცა წინააღმდეგ ხმა, ის 17 ადამიანი, კოლეგა, არც ერთი ეს ადამიანი არ მინახავს იმ ბრძოლაში“, - განაცხადა ბესელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში