სამყარო გამჭვირვალე სითხეში  - Kosmos Vodka საქართველოშია

თანამედროვე სამყაროს გლობალიზაციის პირობებში, მსოფლიოს პატარა ქვეყნებისთვის კულტურული იდენტობის შენარჩუნება მნიშვნელოვანი გამოწვევაა.. მსოფლიოში საქართველო ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული და ბუნებრივია, მას ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელების წარმოებით არაერთხელ მოუწონებია თავი საერთაშორისო მასშტაბით.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში 2016 წელს დაარსებული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების კომპანიის Park Gida-ს მთავარ მიზანს წარმოადგენდა ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც შემდგომ წარდგენილი იქნებოდა საზღვრებს გარეთ, როგორც საქართველოში წარმოებული წარმატებული პროდუქტი. ჩანაფიქრი კომპანიამ წარმატებით განახორციელა. ალკოჰოლური სასმელი - "Kosmos Vodka" - 2018 წელს, სან-ფრანცისკოში გამართულ დაჯილდოებაზე ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა, ხოლო ლონდონში "The Spirits Business"-ის გრან პრის ფლობელი გახდა.

საერთაშორისო აღიარების შემდეგ, არაყი კოსმოსი უკვე ქართულ ბაზარზეც თამამად შემოდის და საკუთარ მწარმოებელ ქვეყანას უბრუნდება. კლასიკური, თხილის, ვაშლისა და საზამთროს არომატით წარმოდგენილი არაყი კოსმოსი არ შეიცავს შაქარს და მეთილინს. კოპანიამ 5 წლიანი კვლევის შედეგად დაადგინა, ქართული წყლის უნიკალურობა ალკოჰოლურ სასმელებში, სწორედ ამიტომ, არაყი კოსმოსი დამზადებულია ქართული წყლით. ნაწარმი გადის მაღალი ხარისხის კონტროლს, რათა ყოველგვარი ხარვეზი იქნას აცილებული.

რამდენიმე თვეა არაყი კოსმოსი საქართველოს ბაზარზე აქტიურად ცდილობს დამკვიდრებას და მას უკვე თავისი ლოიალური მომხმარებელიც ჰყავს. იმის გათვალისწინებით, რომ ღვინისა და სპირტიანი სასმელების კულტურა საქართველოს ისტორიასთან საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული, ალბათ თითოეული ქართველი თავიანთ უცხოელ სტუმრებთან ერთად, ერთგვარი სიამაყით დააგემოვნებს „Kosmos Vodka”-ს, რადგანაც პროდუქტი მთლიანად ქართულია და როგორც კომპანიაში ამბობენ, ის ქართულ საქმეს ემსახურება.

http://kosmosvodka.com/

https://www.facebook.com/kosmosvodka/

https://www.instagram.com/kosmosvodkageorgia/

(R)

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს