"ჯიპიაი ჰოლდინგის" მასშტაბური დასაქმების ფორუმი დაიწყო

"ჯიპიაი ჰოლდინგის" დასაქმების ფორუმი დაიწყო. გასაუბრებები დაინტერესებულ კანდიდატებთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კომპანია 300 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს.

,,დილიდან დასაქმების მსურველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა, რაც ძალიან გვახარებს. როგორც აღვნიშნეთ ველოდებით ყველა ადამიანს ვისაც უნდა დასაქმება. ჩვენი გადამზადების პროგრამა მისცემს მათ საშუალებას ჩამოყალიბდეს პროფესიონალ გაყიდვების მენეჯერად. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ველოდებით ისეთ ადამიანებს ვინც დასაქმებულია საბანკო/საფინანსო, სადაზღვევო ან სხვა სფროში და უნდა უკეთესი სამსახური, უფრო წარმატებულ კომპანიაში მუშაობა, უნდა რომ მეტს მიაღწიოს. მათთვის რა თქმა უნდა განსაკუთრებული შეთავაზებები გვექნება, მოვერგებით მათ მოთხოვნებს, ველოდებით რომ ასეთი ადამიანებიც შემოგვიერთდებიან", - ნინო ხაჭაპურიძე "ჯიპიაი ჰოლდინგის" hR დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილებისა და სპეციფიური განათლების მოთხოვნის გარეშე შესაძლებლობა აქვს გახდეს "ჯიპიაი ჰოლდინგის" პროფესიონალთა გუნდის წევრი. პროექტის ფარგლებში კომპანია შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღაურებად სამსახურს სთავაზობს. ყველა წარმატებულ და მოტივირებულ კანდიდატს ეძლევა შანსი, შეიქმნას წარმატებული კარიერა ლიდერ სადაზღვევო კომპანიაში.

"ჯიპიაი ჰოლდინგის" დასაქმების ფორუმი რუსთაველის 27 ნომერში, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მიმდინარეობს. გასაუბრებები სამსახურის მაძიებლებთან 22/23 თებერვალს 10/19 საათამდე მიმდინარეობს.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს