ელენე ხოშტარიას განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას

„ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას. როგორც ელენე ხოშტარიამ მალხაზ მაჩალიკაშვილითან და EMC-ის იურისტ თამთა მიქელაძესთან პარლამენტში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე არსებულ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.

„ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას" არ აქვს არანაირი პოლიტიკური ნება, რომ კითხვებზე, რომელიც არსებობს ოპერაციის, სროლის აუცილებლობასთან დაკავშირებით და ა.შ. აბსოლუტურად არანაირი პასუხი არ არის. რაღაც ჭორებით საუბრობენ და არანაირი დასაბუთებული პასუხი არ არის. ეს ვითარება მიუღებელია. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თობაზე დავით სარალიძის საქმის საგამოძიებო კომისიის პარალელურად "ნაციონალურ მოძრაობას" შეტანილი ჰქონდა ინიციატივა. ცხადია, ჩვენ მხარს დავუჭერთ. ახალი რეგლამენტით შექმნილ ყველა შესაძლებობას ჩვენ გამოვიყენებთ, რომ ამ კითხვებზე პასუხი მოვითხოვოთ. ის, რომ „ქართულ ოცნებაში" რაიმე პოლიტიკურ ნებას ამაზე ახლა ვხედავთ, ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ვალია მოვითხოვოთ კითხვაზე პასუხი, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ადამიანები პასუხებს ქუჩაში არ ეძებდნენ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს