შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სერტიფიკატები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სერტიფიკატები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანში სამთო მომზადების საბაზისო სამკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს. სწავლების დახურვის ცერემონიალი სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზაზე გაიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ბორცვაძემ, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ზურაბ ჭაბაშვილმა, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა სწავლების მონაწილეებს სასწავლო კურსის დასრულება მიულოცეს და კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს.

სერტიფიკატების გადაცემის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზა დაათვალიერა და თანამშრომლების სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. სასწავლო კურსს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

სწავლების განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეისწავლეს თხილამურებით ტექნიკური სრიალი, რთულ კლიმატურ პირობებში მაღალმთიან რელიეფზე გადაადგილება, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და მოქმედება განსაკუთრებულად ცივ პირობებში, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძიების მეთოდები, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა და საევაკუაციო საშუალებების გამოყენება. სასწავლო კურსის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო