ინდოეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად,  80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არალიცენზირებული სასმლით მოწამვლის შედეგად, 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი ჩაის პლანტაციაში მუშაობდნენ. ხელფასის აღების შემდეგ მათ არალიცენზირებული ალკოჰოლური სასმელი იყიდეს, რის შედეგადაც მოიწამლნენ.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის უკიდურესად ღარიბ მოსახლეობაში უკანონოდ დამზადებული იაფფასიანი ალკოჰოლური სასმლით მოწამვლის ფაქტები საკმაოდ ხშირია. გასულ თვეს ამავე მიზეზით უტარ-პრადეშის შტატში 100-მდე ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო: ინდოეთში ალკოჰოლმა 80 ადამიანი იმსხვერპლა - მუშებმა ხელფასის აღების შემდეგ არალიცენზირებული სასმელი იყიდეს და მოიწამლნენ

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს