სილქნეტმა საიტების ფილტრაციის სერვისზე, „ინტერნეტ მშობელი“, აქცია აამოქმედა

სერვისი “ინტერნეტ მშობელი” ინტერნეტის ფილტრაციის საშუალებას იძლევა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თავად შეზღუდოს წვდომა კონკრეტულ საიტებზე და/ან საიტების კატეგორიებზე.
მიმდინარე აქციის ფარგლებში, დაინტერესებულ მშობელს, ორი თვით, უფასოდ შეეძლება აღნიშნული სერვისის გააქტიურება.
აქციის ამოწურვისას სერვისის ყოველთვიური ღირებულება გახდება 3 ლარი.
„ინტერნეტ მშობელი“ ხელმისაწვდომია სილქნეტის ოპტიკური ქსელით (GPON) მოსარგებლე ფიზიკური პირებისთვის. გააქტიურებისთანავე, სერვისის კონფიგურაცია გავრცელდება ბინაში არსებულ სილქნეტის როუტერთან (მოდემი, WiFi ) დაკავშირებულ ყველა მოწყობილობაზე.
მომხმარებელი თავად მართავს ინტერნეტ ფილტრაციის კატეგორიებს პორტალიდან my.silknet.com. ამავე პორტალზე აბონენტს შეეძლება სასურველი ფილტრების მიხედვით, მაქსიმუმ 1 თვის სტატისტიკის ნახვა. სურვილის შემთხვევაში, ყოველკვირეულ დეტალურ ინფორმაციას მიიღებს მეილზეც.
სერვისის მომწოდებელია საერთაშორისო კომპანია SafeDNS.
(R)

























