„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ ქუთაისში ორი სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, 27 თებერვალს, ქუთაისში ახლად რეაბილიტირებული 30-ე და 36-ე საჯარო სკოლები ოფიციალურად გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოდან“ აცნობეს, ფონდი დასავლეთ საქართველოში 2018 წლიდან აწარმოებს 33 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას, საიდანაც 8 სკოლა ქუთაისში მდებარეობს, ხოლო იმერეთში 17 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს საზეიმოდ გახსნიან აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძე, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2014-2019 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა 71 საჯარო სკოლა, რის შედეგადაც, სასწავლო გარემო 30,000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. დღემდე, ფონდის მიერ რეაბილიტაცია ჩაუტარდა 175 ათასამდე კვადრატულ მეტრ ფართს, რისთვისაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 31,811,871 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

საჯარო სკოლებს ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში 91-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მათი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვაა დაგეგმილი. საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტით/გრანტით. ჯამში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის კომპაქტიდან 54 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტია გამოყოფილი. პროექტის შედეგად, 37 ათასზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო საქართველოს რეგიონებში.

ქუთაისის ოცდამეათე საჯარო სკოლა გაიხსნება 27 თებერვალს, 12.00 საათზე (მისამართი: ქუთაისი, თაბუკაშვილის ქ. 39), ხოლო 36-ე საჯარო სკოლის გახსნა დაგეგმილია იმავე დღეს, 13.30 საათზე. (მისამართი: ქუთაისი, მუსხელიშვილის მე-4 შესახვევი)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება