პორტალი ფენტეზის შედევრის „ანიჰილაციის“ ქართული თარგმანის წარდგენით იხსნება

27 თებერვალს, 19:00 საათზე „კრეატორ ბარში“, „პორტალი“ „ანიჰილაციის“ წარდგენით იხსნება“.

,,პალიტრა L”-ის ინფორმაციით, ჯეფ ვან­დერ­მე­ი­ე­რის „ანი­ჰი­ლა­ცია“ უკვე ქარ­თუ­ლად გა­მო­ი­ცა. ეს არის ნო­ვე­ლა, რო­მელ­მაც 2015 წელს, სა­უ­კე­თე­სო ნო­ვე­ლის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში, Nebula Award-ის ჯილ­დო მი­ი­ღო; 2014 წელს კი, იმა­ვე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში, Shirley Jackson Award-ის ჯილ­დო გა­და­ე­ცა.

“ანი­ჰი­ლა­ცი­ის” მი­ხედ­ვით 2018 წლის თე­ბერ­ვალ­ში ფილ­მიც გა­მო­ვი­და. Paramount Pictures-ის მიერ გა­და­ღე­ბულ ფილმში მთა­ვა­რი როლი ნა­ტა­ლი პორ­ტმან­მა შე­ას­რუ­ლა. ფილ­მს არა­ერ­თი ჯილ­დო აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე ხში­რად კი ნო­მი­ნა­ცი­ა­ში, სა­უ­კე­თე­სო ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით­ვის, იმარ­ჯვებ­და კონ­კურ­სებ­ში.

წიგნი ქვეყნიერებისგან მოწყვეტილი, მკვდარი, უსიცოცხლო ადგილის - X ზონის შესახებ მოგვითხრობს. მიწა, რომელზეც ერთ დროს ცივილიზაცია ხარობდა, ბუნებამ მიიტაცა. მის შესასწავლად კი უკვე მე-11 ექსპედიცია მიმდინარეობს.

„ანიჰილაცია“ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა სერიაში - „პორტალი“. ეს არის წიგნების სერია, რომელიც მკითხველს ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნიმუშებს სთავაზობს.

პრეზენტაციაზე სტუმრებს „ანიჰილაციის“ შეძენა იქვე შეეძლებათ. წიგნები 30%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას